თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უკრაინას ესტუმრება, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ერდოღანი კიევში უკრაინელი კოლეგის ვლადიმერ ზელენსკის მიწვევით ჩადის და ის ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას დაესწრება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ ზელენსკი ორმხრივ კავშირებზე, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.
მხარეები ასევე ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.