ბათუმის საკრებულოს არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება

02 თებერვალი 2022, 20:21 2780 ნახვა

"ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის  ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე წარადგინა.

“დღეს გაიმართა პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი, ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი