ვითარება უკრაინაში - ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერს შეხვდა

02 თებერვალი 2022, 18:31 1148 ნახვა

ბორის ჯონსონის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდების პრემიერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ზელენსკის განცხადებით ევროპელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.  ნიდერლანდების პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინას არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც დაეხმარება და მათ გადასცემენ გარკვეული ტიპის შეიარაღებას. 

ჩვენი გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს როგორც სამხედრო სწავლებები, ასევე მოხალისეების მომზადება, მათ ინსტრუქტაჟს უწევენ სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლები. ყველაზე პრიორიტეტულად ითვლება ჩრდილოეთის მიმართულება სადაც მდებარეობს ქალაქი ჩერნიგოვი. ჩვენი გადამღები ჯგუფი გიორგი წეროძე და ვახო თურმანიძე მუშაობენ კიევში და ვრცელ მასალას ''მთავარში'' 8 საათზე შემოგთავაზებთ. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში