2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი

19 დეკემბერი 2016, 00:00 2958 ნახვა

ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი კომისიებს განსახილველად წარედგინათ. აჭარის ბიუჯეტი 77 მლნ ლარით გაიზარდა, თანხა დაემატა სტადიონის პროექტს, რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე დეპუტატები  ბიუროზე შეიკრიბნენ და დღის წესრიგში გაწერილ სამ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის: 2017 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტზე. დღეიდან, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებული ვერსია განსახილველად კომისიებსა და ფრაქციებში ჩაეშვა. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ბიუჯეტის მიმართ 60 შენიშვნა ჰქონდათ, რომლებიც ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. მომავალი წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 300 მილიონამდე ლარი იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი