კოვიდის შემთხვევების გამო აჭარაში 32 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 

02 თებერვალი 2022, 11:48 2352 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში 32 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

მათ შორის, ბათუმში დაიხურა 8 საჯარო და 10 კერძო სკოლა.

ხელვაჩაურში - 4

ქედაში - 5

ხულოში - 1

ქობულეთში კი 4 სკოლა. 

ინფიცირებულები არიან, როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვები ვირუსის გადამტანები არიან და ეს საერთო მაჩვენებელზეც აისახა. გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სკოლებისა და ბაღების საკითხზე რაიმე სახის ახალი გადაწყვეტილება რა მიუღია. 

2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 2 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი