ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მომავალ კვირას წარუდგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ეს პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.