ზურაბ პატარაძე თურქეთში სტადიონის გახსნას დაესწრო

19 დეკემბერი 2016, 00:00 3059 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში სტადიონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ზურაბ პატარაძე ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. სტადიონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმყოფებოდა. აკიაზის ახლად გახსნილი სტადიონი 41 ათას 513 მაყურებელს იტევს.

ამავე კატეგორიაში