უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია-განხილვა ბიუროს სხდომაზე

31 იანვარი 2022, 18:14 1083 ნახვა

უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის ინიცირება მოხდა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. დოკუმენტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელით წარედგინა. მას მმართველი გუნდის გარდა არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის. ამიტომ ოპოზიციამ დღეს კიდევ რთხელ მოითხოვა, რომ ტექსტში ცვლილება შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აზრით, რეზოლუცია აზრს კარგავს. განმარტავენ, რომ უკრაინის ეს მხარდამჭერი დოკუმენტი, მოსახლეობისა და ქვეყნის პოზიციას არ ასახავს. მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ ეს ტექსტი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი