ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის მოწყობის საჭიროება არ არის - ჯანდაცვის მინისტრი 

31 იანვარი 2022, 13:14 932 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 8 000 საწოლი, საიდანაც 5 000 დაკავებულია.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, საველე ჰოსპიტლის მოწყობის საჭიროება არ დგას.

მინისტრი ამბობს, რომ იგეგმება ონლაინკლინიკების დამატებაც.

„ჩვენ გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ონლაინკლინიკა და ოპერატორი დავამატეთ, ვამატებთ ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაშიც. რაც შეეხება „ომიკრონის“ მიმდინარეობას, იცით, რომ 13 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეს, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 150 ათასია, აქედან ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 5 ათასი ჩვენი მოქალაქე. კიდევ დავამატებთ ონლაინკლინიკებს. ამაში ჩართულია 2500 ოჯახის ექიმი და პრიორიტეტულად ახორციელებენ ისინი ზარებს და უკუკავშირს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებსაც ქრონიკულ დაავადებები აქვთ და სხვა გართულებების რისკი სადაცაა. ხდება როგორც შემოსული ზარების აღრიცხვა, ასევე ადგილზე ტესტირებების შემდეგ ინფორმაციის სრულად მიწოდება.

იმის რესურსი ჯერჯერობით გვაქვს, რომ ზრდის შემთხვევაშიც ჰოსპიტალიზებულ ნაკადებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი