ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს. სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ძლიერი ქარის გამო, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, პოლონეთსა და გერმანიაში ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხიდები დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა გააუქმეს და ბორნები გააჩერეს, რადგან სანაპირო ტალღებმა წყალდიდობა გამოიწვია.
ერლინში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიაში, შოტლანდიაში, ინგლისში, პოლონეთში, დანიასა და ჩეხეთში. შოტლანდიაში ქარის სიჩქარემ საათში 160 კილომეტრს მიაღწია.
შტორმმა „მალიკმა“ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისკენ გადაინაცვლა, რასაც ადგილზე ძლიერი ქარი და ინტენსიური თოვა მოჰყვა.