მარიამ ბოლქვაძე ლაფბოროს ტურნირის ფინალშია

29 იანვარი 2022, 20:13 1069 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანეთის ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირის ფინალშია.

24 წლის ბოლქვაძე ტურნირიზე პირველ ნომრად არის განთესილი. მარიამმა ნახევარფინალში ჩეხი გაბრიელა კნუტსონი სამ სეტში ანგარიშით 7:5, 4:6, 6:1 დაამარცხა.

ბოლქვაძე ფინალურ შეხვედრაში  21 წლის დანიელ ჩოგბურთელს, სოფია სამავატის დაუპირისპირდება.

მარიამ ბოლქვაძე ქალთა რეიტინგში 177-ე პოზიციაზეა ხოლო, მისი მომავალი მეტოქე კი 769-ე ადგილს იკავებს.

ფინალური მატჩის მოგების შემთხვევაში მარიამი მე-7 საერთაშორისო ტიტულს დაუფლება.

მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგშიც გამოდიოდა, თუმცა ის და მისი ხორვატი მეწყვილე იანა ფატი ნახევარფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ლაფბოროსის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში