აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისის განვითარება 2022 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები .
"ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. იწყება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ტურისტული ბილიკის მშენებლობა და გრძელდება ხიხანის ციხის აღდგენა-რეაბილიტაცია.
პანდემიის მიუხედავად, ორ წელიწადში აჭარას 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი დაემატა. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი სასტუმროები, კოტეჯები, გლემფინგები, კვების ობიექტები. სრულდება მაჭახლის ეთნოსოფლის მშენებლობა, დასრულდება კავიანის ველობილიკის მოწყობა"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.