გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანულ "ჰამბურგში'' გააგრძელებს

27 იანვარი 2022, 22:54 1177 ნახვა

საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანულ ''ჰამბურგში'' გააგრძელებს.

ჩაკვეტაძე ბელგიური ''გენტიდან'' იჯარის წესით მეორე ბუნდესლიგაში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

"მიხარია, რომ ჰამბურგში ჩემი  ტრანსფერი განხორციელდა. იმედი მაქვს, რომ ადაპტაციას სწრაფად გავივლი და გუნდის დახმარებას შევძლებ", - განაცხადა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა.

ამ დროისთვის ცნობილი სამენეჯერო პორტალი ''ტრანსფერმარკეტი'' გიორგის 2,3 მილიონ ევროდ აფასებს, არადა 2019 წელს  9 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

''გენტის'' შემადგენლობაში ჩაკვეტაძემ 81 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოს ნაკრებში კი 13 შეხვედრაში 5 გოლის გატანა შეძლო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში