პანდემია მძვინვარებას განაგრძობს, სისტემის გადატვირთვა ბუნებრივია სოფელზეც აისახა, აქ ექიმები განსაკუთრებული მდგომარეობის ქვეშ მუშაობენ, ამას ემატება ისიც, რომ ტესტის გაკეთება მოქალაქეებს მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებთან შეუძლიათ, რაც მგზავრობის ხარჯებსაც უკავშირდება და ეს იმ ფონზე, რომ ზოგან გზებზე გადაადგილების პრობლემაცაა, ზოგადად ლაბორატორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24/7- ზე მუშაობენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ადამიანურ რესურსსაც თავისი ზღვარი აქვს და ამ ტემპით მუშაობა ძალიან რთულია