არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

27 იანვარი 2022, 16:32 1048 ნახვა

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს, ნუკრი ბაქრაძესა და კახა ბაკაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

სხდომას ესწრებოდა დაზარალებული არასრულწლოვანიც.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს ბრალი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი