1 და 2 იანვარს „ევროპის მოედანი და საახალწლო ეზო“ როკის, ფანკის, პოპისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მუსიკალური ბენდების კონცერტებს შესთავაზებს. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ სხვადასხვა გასართობ შოუ-პროგრამაში ჩაერთონ. სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ „საახალწლო ეზოში“ მელომანებს გლინტვეინის, სხვადასხვა სასმელისა და კერძის დაგემოვნებაც შეეძლებათ.