სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან კიდევ ერთი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, სახელმწიფომ დააკმაყოფილოს მათი ოჯახები საცხოვრებელი ფართებით, რადგან სადაც ცხოვრობენ, ის სივრცეები უკვე საფრთხის შემცველია. დევნილების თქმით, შენობა ავარიული და ცხოვრება საფრთხის შემცველია. რამდენიმე დღის წინ მათ პრემიერისგან შეთავაზება მიიღეს, ერთი–ბინის შესყიდვა, კვადრატულის 550-თ დოლარად, ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. თუმცა ამ პირობებს დევნილები არ თანხმდებიან. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და ვადას ხვალ 15 საათამდე აძლევენ.