ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

26 იანვარი 2022, 15:01 1094 ნახვა

ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევს საქმეზე საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მხარეები  მოსამართლის წინაშე შესავალი სიტყვას წარმოთქვამენ.

სხდომას დისტანციურად ესწრებიან ბრალდებულები, რომლებიც ადვოკატების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობის მიუხედავად მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

მხარეებმა სასამართლოში უკვე წარადგინეს მტკიცებულებები. ადვოკატები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი