ბათუმში ქუთაისიდან მომავალ ელექტრომატარებელში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ქუთაისიდან - ბათუმის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი სოფელ ხაჯალიაში გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.