აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი ვაკანტურია

25 იანვარი 2022, 11:59 732 ნახვა

აჭარის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე უცნობია გადაჰყავთ თუ არა პოლიციის მაღალჩინოსანი სხვა თანამდებობაზე, ან ვინ დაიკავებს რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობას.

ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მას  საზოგადოება საქართველოს ბანკის ძარცვის საქმიდან იცნობს, მან ბადრი ესებუას  მოთხოვნილი თანხა გადასცა და ბანკის დატოვებისას მძევლად გაჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი