ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება

18 დეკემბერი 2016, 00:00 2989 ნახვა

რიგგარეშე სხდომამდე კი დეპუტატები ხვალ დილის 11 საათზე ბიუროზე შეიკრიბებიან. დღის წესრიგში სამი საკითხია. მათ შორის: 2017 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი. ბიუროს წევრები ხვალ რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებულ ვერსიას განსახილველად კომისიებსა და ფრაქციებში ჩაუშვებენ. მას შემდეგ გახდება ცნობილი, გაითვალისწინა თუ არა აჭარის მთავრობამ დეპუტატების შენიშვნები. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ბიუჯეტის მიმართ 60 შენიშვნა ჰქონდათ, რომლებიც ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. მომავალი წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 300 მილიონამდე ლარი იქნება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი