საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

25 იანვარი 2022, 10:51 938 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 14.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.01%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 87 609. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში