პრემიერი საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების თანამდებობებზე პარლამენტს შესარჩევად ორ-ორ კანდიდატს წარუდგენს

24 იანვარი 2022, 11:27 1141 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე შესარჩევად ორ-ორ კანდიდატს წარუდგენს.

პრემიერის განცხადებით, კანდიდატების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები. უკვე შედგენილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება.

"კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად 1 მარტიდან ორი ახალი უწყება იქმნება: პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ სამსახურის ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსები გამოცხადდება. უკვე შედგენილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად, მასში მუშაობას მეც მივიღებ მონაწილეობას, კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არა ნაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი.

ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შესარჩევად და ასევე ორ კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი