ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ადასტურებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას.
„სიენენის“ წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის მსგავსად ანალოგიური მონაცემები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვასაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ბრიტანეთს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება.