უკრაინის მხარდამჭერი აქცია

23 იანვარი 2022, 17:22 1092 ნახვა

„უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" -ამ ლოზუნგით უკრაინის საელჩოსთან  უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები  მონაწილეობდნენ. ადგილზე სოლიდარობის მიზნით უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდა.

აქციის მონაწილეები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას გმობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი