საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022 ისტორიული გამარჯვებით დაიწყო

23 იანვარი 2022, 10:08 1116 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ისტორიულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი ელისანდრო გახდა. 

ჩვენი გუნდიდან მეორე გოლი  არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა,  გამარჯვების გოლი კი პენალტით  ფეიტოსამ მიითვალა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, 26 იანვარს  ჩაატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი