ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე პარლამენტი გადაწყვეტს

22 იანვარი 2022, 18:10 1087 ნახვა

ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - ეს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. კანონმდებლებმა კანდიდატებს კომიტეტებზე უნდა მოუსმინონ, ამის შემდეგ საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს. იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარე სრული ვადით აირჩეს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

თუკი 100 ხმაზე ნაკლები დაფიქსირდება, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება, და თუ ისევ ვერ მოხდება საჭირო ხმების მობილიზება, ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვის ვადით შეარჩევენ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდში აფასებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი