ავიამიმოსვლა რუსეთთან

22 იანვარი 2022, 12:02 1598 ნახვა

ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიმართ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რითაც უწყებამ უპასუხა მედია საშუალებების შეკითხვას რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, მისი თქმით,  პირდაპირი ავიარეისების შეჩერება  რუსული მხარის გადაწყვეტილება იყო, იმ შემთხვევაში თუ პოზიტიური მიდგომა  იქნება, პანდემიის მიუხედავად, საკითხი სამუშაო დონეზე უნდა იქნას განხილული და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი