თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს გაფართოების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
ჯენ ფსაკის განცხადებით, არსებობს საკითხები, რაზედაც აშშ მოლაპარაკებას არ აპირებს და რუსეთის წინადადება ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით მოთხოვნილ გარანტიებზე განხორციელებადი არ არის. მისი განმარტებით, წინადადებების წარდგენამდე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა არსებული სიტუაცია განიხილონ.