უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთს პრევენციული სანქციები უნდა დაუწესოს უკრაინაში შეჭრამდე და არა შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, მასშტაბური სანქციების დაწესების შემთხვევაშიც, რუსეთმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ არსებული ფინანსური რეზერვებით ამ სანქციებთან გამკლავება შეუძლია. ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის პირისპირ დატოვება მთელი მსოფლიოსთვის შეცდომა იქნება.