კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი

22 იანვარი 2022, 11:56 1257 ნახვა
00:00
00:00

კორონავირუსის ისტორიული ანტირეკორდი - ქვეყანაში ეპიდვითარება  ყოველდღიურად უარესდება. მხოლოდ 24 საათში ქვეყანაში 11 ათას 39 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი. ახლა ქვეყანაში 70 ათას ადამიანზე მეტი ებრძვის კორონავირუსს. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი ზეწოლას ვერ გაუძლებს. 

კოვიდვითარება მძიმდება აჭარაშიც. 1 167 ადამიანი დაინფიცირდა ბოლო დღე-ღამეში. რთული ეპიდვითარების პარალელურად, საგანგაშო და მზარდია გარდაცვალების სტატისტიკაც. ვირუსმა 24 საათში 42 ადამიანი იმსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი