ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ''ბათუმმა'' 43 ქულიანი სხვაობით 104-61 ''მგზავრები'' დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა ბათუმელთა კალათბურთელმა ბექა ბექაურმა. მის ანგარიშზე არასრულ 26 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.
20 წუთში 20 ქულა , 6 მოხსნა და 3 გადაცემა ლევან ელიაძემ მიითვალა.
ამ დროისთვის ''დ'' ჯგუფს 2 ქულით სწორედ ''ბათუმი'' ლიდერობს.
ჯგუფში მომდევნო შეხვედრა შავიზღვისპირელებს ხვალ 22 იანვარს დღის 12:00 საათზე ''ოლიმპთან'' ელოდება.
ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ''ბათუმი'' ნახევარფინალში გასვლას მოახერხებს.