აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მათივე ცნობით, სამუშაო პროცესებში 80 სპეცტექნიკაა ჩართული.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დღის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდა, რომლის დასრულების შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება შიდა სასოფლო გზებზე.