შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
ინფორმაცია უკვე მითითებულია შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. რომლის თანახმადაც საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდ-პასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.
ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შესულ მოქალაქეებს კოვიდპასპორტის გარდა, სავალდებულო ტესტირების გავლაც მოეთხოვებათ.