ბათუმი ევროპის დღეებს შეურთდა

10 მაისი 2016, 00:00 4850 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღეებს მასპინძლობს. გაიმართა სტუდენტთა კონფერენცია სახელწოდებით ''ევროპა და საქართველო''. მოეწყო ფილმის ჩვენება ''მოგზაურობა ევროპაში''. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება კი იყო ანტიკური სამოსის დეფილე, ძველი ბერძნული ტანისამოსი სტუდენტებმა წარმოადგინეს. პარალელურად კი ფოიეში მოეწყო ევროპული ქვეყნების კუთხეები, სადაც იმ ქვეყნისთვის  დამახასიათებელი ტრადიციული სამოსი და ნაციონალური სამზარეულო იყო წარმოდგენილი. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში