მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღესრულება.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება.
ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს განცხადდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება - დიდი აიაზმა სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
აჭარაში, დღესასწაულს ტრადიციულად ზღვაში განბანვის რიტუალით შეხვდნენ. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამით ზღვაში შთაფლვა ორგანიზებულად არ განხორციელებულა.