ილია წულუკიძე დღეს დაკრძალეს

18 იანვარი 2022, 14:09 358 ნახვა

დღეს დაკრძალეს პოლიტიკური მოღვაწე ილია წულუკიძე. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გაიმართა.

ილია წულუკიძე კორონავირუსით 3 დღის წინ   გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების თქმით,  მას ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობდნენ.

ილია წულუკიძე წლების განმავლობაში იყო აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბათუმის მერი, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო  პოლიციის გენერალ მაიორი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში