არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

18 იანვარი 2022, 14:28 667 ნახვა

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს  ეხმიანებიან და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

აცხადებენ, რომ უმძიმესია  16 იანვარს ადგილზე მომხდარი  ტრაგედია და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი