თბილისის შემდეგ, "ომიკრონის" გავრცელებით მეორე ადგილზეა იმერეთი, შემდეგ კი აჭარა - გამყრელიძე

18 იანვარი 2022, 11:54 1001 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კოვიდინფიცირების შემთხვევათა დაახლოებით 50% „ომიკრონზე“ მოდის.

მისივე თქმით, თბილისის შემდეგ  მეორე ადგილზე „ომიკრონის“ ცირკულაციით გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი.

"ჩვენი მათემატიკური მოდელირებით დაახლოებით 50% ქვეყანაში უკვე დადებითი შემთხვევებისა არის გამოწვეული „ომიკრონით“. თბილისში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევები რაოდენობა გვაქვს, „ომიკრონის“ წილი არის 67%, რეგიონებში ეს წილი 30-35%-ის ფარგლებში გახლავთ. მეორე ადგილზე „ომიკრონის“ ცირკულაციით გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა, რომ აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი.

მისივე განმარტებით, საავადმყოფოში მოხვედრილი შემთხვევები განპირობებული იყო არა ომიკრონის მძიმე მიმდინარეობით, არამედ თანმხლები დაავადებებით.

"ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს. არა.

1254 შემთხვევიდან საშუალო ასაკია 33, 8, ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, აქედან სტაციონალში მოხდა 14. სტაციონალში მოხვედრის ძირითადი ინდიკატორი გახდათ თანმხლები დაავადებები"- განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში