მაგთის გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა

17 იანვარი 2022, 17:34 1214 ნახვა

მაგთის გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა პროტესტი დროებით შეწყვიტა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, ნაწილმა კი სამსახური დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს შრომითი ანაზღაურების ახალ საბონუსე სისტემასთან დაკავშირებით.

მაგთის ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო გარემოს დაუბრუნდნენ ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია მათთვის მისაღებ პირობებს არ შესთავაზებს პროტესტი ისევ გაგრძელდება.

საქართველოს მასშტაბით კომპანიის 300-მდე თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ ხელფასის გაზრდის მიზნით გაიფიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი