ამერიკელი სენატორი კრემლის წინააღმდეგ პოლიტიკის გამკაცრებას ემხრობა

17 იანვარი 2022, 15:15 906 ნახვა

აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს  საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენაში ხელი უნდა შეუშალონ-ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი ნატოს დაყოფასა და დასუსტებას ცდილობს.

"ჩვენ გვჭირდება ძლიერი ნატო არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთის წინააღმდეგაც“, - აღნიშნა რესპუბლიკელმა სენატორმა.  

რომნის თქმით, დასავლეთს გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დაბლოკვა შეუძლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი