მიზნობრივ ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირება წლის ბოლომდე გაგრძელდება - პრემიერი

17 იანვარი 2022, 11:20 4751 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილისთვის, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე ადამიანებისთვის დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირება გაგრძელდება. მისივე თქმით, ეს დაახლოებით, მილიონ ადამიანს ეხება. 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში