დღეიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

17 იანვარი 2022, 09:58 1549 ნახვა

დღეიდან, 17 იანვრიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა სულ მცირე არის 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

"კონტაქტების შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება ვადები. თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვალდებულება ეხსნებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი. ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში გამოიყენონ პირბადე“, – განაცხადა თამარ გაბუნია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი