აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა

16 იანვარი 2022, 17:01 3720 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელი პირები. გაიცა კონკრეტული დავალებები.

ბათუმში სანაპირო ზოლში და ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მაღალმთიან აჭარაში გზები დილიდან აქტიურად იწმინდება.

თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში გზების წმენდის პროცესს გაეცნო. ქედის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

ზემო აჭარა (მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იწმინდებოდა.

რჩება გამოწვევები მაღალი ზონის სოფლებში მ. გრძელდება სამუშაოები. თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70-80 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში 1 მეტრს აღწევს.)

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი