დილიდან გადაუღებლად თოვს ბათუმშიც. გუშინ შტორმის შედეგად დაზიანდა, სანაპირო ინფრასტრუქტურა, სასეირნო ბილიკზე ამოტანილია ქვა-ღორღი.
დანგრეულია პლაჟზე არსებული საშხაპეები და სხვა ნაგებობები. დაზიანდა რამდენიმე კომერციული ობიექტი. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ინფრასტრუქტურის აღდგენას გამოდარების შემდეგ აპირებენ.