პატივს ვცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ავსტრალიას დავტოვებ - ნოვაკ ჯოკოვიჩი

16 იანვარი 2022, 14:56 1305 ნახვა

დღეს დილით ავსტრალიის სასამართლომ ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ავსტრალიიდან დეპორტაციას სერბი ჩოგბურთელი გამოეხმაურა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანის განცხადებით, ის პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანას დატოვებს.

"პატივს ვცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ავსტრალიას  აუცილებლად დავტოვებ. ტურნირის მოთამაშეებს, ორგანიზატორებს, მოხალისეებს წარმატებას და კარგი ღია პირველობის ჩატარებას ვუსურვებ'' - განაცხადა სერბმა.

ჯოკოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ ახლა დასვენება და ბევრ რამეზე დაფიქრება უნდა.

"ახლა დასვენება და ბევრ რამეზე დაფიქრება მჭირდება, სანამ რამეს გადაჭრით ვიტყვი.  მეწყინა ეს გადაწყვეტილება, რის გამოც ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში არ შემიძლია." - ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში