ბოლო დღე-ღამეში 89-ით გაიზარდა „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში. ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია 1 185 შემთხვევა, მათ შორის 231-აჭარაში.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი შტამი მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება თუმცა მათი თქმით ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჯანდაცვის სფეროს მთავარი რეკომენდაცია კვლავ პირბადის ტარება და იმუნიზაციაა.