ნოვაკ ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს

15 იანვარი 2022, 12:02 861 ნახვა

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ონლაინ რეჟიმში გამართული წინასასამართლო სხდომის შემდეგ საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს, - ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ჩოგბურთელი დაკავებული იქნება ხვალ დაგეგმილ სასამართლო მოსმენამდე, სადაც გადაწყდება დარჩება თუ არა ავსტრალიაში და მიიღებს თუ არა მონაწილეობას „ავსტრალიის ღია ჩემპიონატში“ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი.

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც იმიგრაციის მინისტრმა არავაქცინირებულ სპორტსმენს ვიზა მეორედ გაუუქმა. სასამართლო მოსმენა კვირისთვის არის დაგეგმილი, ანუ „ავსტრალიის ღია ჩემპიონატის“ გახსნამდე ერთი დღით ადრე. ჯოკოვიჩისთვის უფრო მეტია სასწორზე, ვიდრე წლევანდელი ჩემპიონატი, რადგან ავსტრალიიდან დეპორტაციას, როგორც წესი, ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვა მოსდევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი