საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონმა "დინამო" ბათუმმა ოფიციალურად უკვე 6 ფეხბურთელი გაიფორმა. "დინამოს" ღირსებას მეკარე გიორგი ბეგაშვილი, მცველები გიორგი რეხვიაშვილი და ლუკა ქაფიანიძე, სერბი ნახევარმცველები, მილან რადინი და სტეფან დენკოვიჩი და შემტევი ირაკლი ბიძინაშვილი დაიცავენ.
ბათუმურ კლუბშია საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძეც, რომელიც სავარაუდოდ კლუბში დარჩება. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" ხვალ თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება და 28 იანვრამდე დარჩება. ანტალიაში "დინამო" სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.