შეფერხებებია ხულო-გოდერძისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე. ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის დაშვებული, თუმცა დაზიანებულ გზაზე მოძრაობა მათთვისაც რთულია.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ მაგისტრალზე ხშირია ტექნიკის ჩარჩენისა და დაზიანების შემთხვევები. ყველაზე კრიტიკული მონაკვეთი სოფელ ტაბახმელასა და რიყეთის ტერიტორიაზეა. ცენტრალური გზის მოვლა-შენახვა კომპანია ,,არალის“ ევალება. პასუხისმგებელ კომპანიაში განმარტეს, რომ დაზიანებული ტერიტორიის შესაკეთებელი სამუშაოები დაწყებულია. შპს ,,არალი“-ს ბათუმი-გოდერძის გზის მოვლა-შენახვა წლის 1 იანვრიდან ევალება.